პრესის საბჭო

პრესის საბჭო
• უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში პრესის საბჭო არის ნებაყოფლობითი, სამი სუბიექტის (მესაკუთრეები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები) მონაწილეობით შექმნილი ორგანო, რომლის მიზანია:დაიცვას პრესის თავისუფლება;განიხილოს მედიის წინააღმდეგ შემოსული საჩივრები.პრესის საბჭო არის პრესის მიერვე შექმნილი თვითრეგულირების ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს პრესასთან უთანხმოებაში აღმოჩენილ მკითხველს, კონფლიქტი სასამართლოს ჩარევის გარეშე მოაგვაროს.
Source: კინწურაშვილი თამარ. ჟურნალისტური ეთიკა და მედიის თვითრეგულირების მექანიზმები/[რედ.:თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2003
• პრესის საბჭოს იდეა თავდაპირველად შვედეთში გაჩნდა (1916). მოგვიანებით, 1928 წელს ეს იდეა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მოხსენებაში აისახა, შემდეგ კი - ,,ღირსების სასამართლოს” (,,Court of Honor”) პროექტში, რომელიც 1931 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული (FIJ). ჰათჩინსის კომისიამ 1947 წელს ეროვნული საბჭოს იდეა აიტაცა. 1953 წელს კი დიდმა ბრიტანეთმა შექმნა პრესის საბჭო, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის სამოდელოდ იქცა. არსებობს თითქმის იმდენივე საბჭოს ფორმატი, რამდენიც თავად საბჭოა. მაგალითად, კანადაში, ქვეყნის სიდიდის გამო, საბჭოები პროვინციების დონეზე ჩამოყალიბდა. საბჭოები განსხვავდებიან წარმომავლობის, ინიციატორების, წევრთა რაოდენობის, პროცედურების, ბიუჯეტისა თუ პრიორიტეტების მიხედვით. სურათი რომ უფრო ნათელი იყოს, შესაძლებელია, საბჭოების კლასიფიკაციაა შემდეგნაირად: თუმცა, მანამ საჭიროა ერთი გაფრთხილება: არსებობენ ფსევდო საბჭოები, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლებითაც არიან დაკომპლექტებული: მათი ძირითადი მისია მედიის ჩაჩუმებაა. ვხვდებით ნახევრადსაბჭოებსაც: მათ ძირითადად პრობლემას საბჭოში არაპროფესიონალ წევრთა არარსებობა ქმნის. საუკეთესო შემთხვევაში, საბჭო გამომცემლებისა და ჟურნალისტების მიერაა ორგანიზებული, როგორც ეს გერმანიასა და ავსტრიაში. უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც საბჭო მხოლოდ ერთ ჯგუფს წარმოადგენს, მაგალითად, გამომცემლებს იაპონიაში, ჟურნალისტების - ფრანგულენოვან ბელგიაში. ჭეშმარიტი საბჭოები აერთიანებს მედიის მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობაც წევრთა მთლიანი რაოდენობის ერთი მესამედიდან ნახევრამდე მერყეობს. იდეალურ შემთხვევაში პრესის საბჭოებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, რათა გააუმჯობესონ პრესა. ყოველ შემთხვევაში, ყოფილი ბრიტანული პრესის საბჭოს კონსტიტუცია მოითხოვდა, რომ საბჭოს შემდეგი ფუნქციები ეტვირთა: (1) პრესის თავისუფლების დაცვა. (2) უზრუნველეყო პრესის[...] შესაბამისობა უმაღლეს პროფესიულ და კომერციულ სტანდარტებთან. (3) პრესის ქმედებასთან დაკავშირებული საჩივრების ან პრესის წინააღმდეგ ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების საჩივრების განხილვა; ამ საჩივრების ნებისმიერი სახით განხილვა პრაქტიკულიც იყო და საჭიროც, ისევე როგორც განხილვის შედეგების გამოქვეყნება. (4) მუდმივი მონიტორინგი მოვლენათა ისეთი განვითარებისა, რომლის შედეგადაც შეიძლება, შეიზღუდოს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. (5) საჯაროდ განაცხადოს იმ ტენდენციის შესახებ, რომელიც პრესაში დიდ კონცენტრაციასა თუ მონოპოლიაზე მიანიშნებს (მათ შორის, მფლობელის შეცვლა, პრესის საქმიანობის კონტროლი და ზრდა). (6) საჭიროების შემთხვევებში მთავრობის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და პრესის საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საკითხების ინიცირება. (7) საბჭოს მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნება და დროდადრო პრესაში მიმდინარე პროცესებისა და იმ ფაქტორების მიმოხილვა, რომლებიც მის განვითარებაზე ახდენს გავლენას. ზოგიერთი სხვა საბჭო წინა პლანზე განათლებასა და კვლევას აყენებს. სამწუხაროდ, დღემდე საბჭოები მხოლოდ ორ ფუნქციას ანიჭებენ უპირატესობას: (1) დაეხმარონ პრესას თავისუფლებისათვის ბრძოლაში; და (2) დაეხმარონ პრესას საზოგადოებისათვის ანგარიშის ჩაბარებაში. ხშირად ისინი სწორედ მეორე ფუნქციით შემოიფარგლებიან ხოლმე. მედიის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საბჭოს უნდა შეეძლოს სარჩელების ინიცირება. ბრიტანეთის პრესის საბჭო ყოველთვის უარს ამბობდა ამ ფუნქციის შესრულებაზე და ერთ-ერთ მიზეზად დაფინანსების სიმწირეს ასახელებდა. საბჭო იჭრება მესაკუთრეთა უფლებებში, ამდენად, მათგან გულუხვობასაც არ უნდა მოელოდეს. იდეალურ შემთხვევაში, ფული სხვადასხვა წყაროებიდან უნდა მოდიოდეს: კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, სამთავრობო სააგენტოებიდან, სხვადასხვა ფონდებიდან, კავშირებიდან, უნივერსიტეტებიდან და არა-მედია კორპორაციებიდან. პოტენციურად საბჭო მედიის ანგარიშვალდებულების ყველაზე სასარგებლო სისტემას წარმოადგენს, მაგრამ მისი რეპუტაცია არც ისე კარგია. ბევრი საბჭო 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანის დასაწყისში შეიქმნა. 90-იანი წლების დასასრულს ბევრი მათგანი ან გაქრა, როგორც პორტუგალიაში, კარიბის რეგიონში, განაში, ბირმასა და ახალი ამბების ეროვნული საბჭო შეერთებულ შტატებში; ან მათ არასოდეს ჰქონიათ დიდი გავლენა ისე, როგორც ეს ავსტრიასა თუ ნიდერლანდებში იყო. ლათინურ ამერიკაში მხოლოდ ორი საბჭო ფუნქციონირებდა (ჩილეში და პერუში), ორი რეალური საბჭო მოქმედებდა აფრიკაში და არცერთი - არაბულ სამყაროში. ევროპაში რამოდენიმე საბჭო 80-იან (თურქეთი) და 90-იან წლებში (კვიპროსი, ესტონეთი, დანია, კატალონია, მალტა) შეიქმნა. ერთი დაიშალა (პორტუგალია); მეორე, ბრიტანული მნიშვნელოვნად შეიცვალა.18 მთლიანობაში რეალურად დღეს 40-ზე ნაკლები ქმედითი საბჭო არსებობს: 5 ქვეყნიდან 4-ს არა აქვს საბჭო - თუმცა ამჟამად ადრინდელთან შედარებით დემოკრატიული ქვეყნებიც მეტია და კერძო მედიაც გაცილებით მომრავლებულია. იმ ქვეყნებში, სადაც პრესის საბჭოები გადარჩა, ძირითადად ეს ევროპის ჩრდილოეთში და ბრიტანეთის ყოფილ დომინიონებში მოხდა, ამ ინსტიტუტებს დიდი გავლენა არ ჰქონიათ. რამდენად გააუმჯობესეს დანიის, გერმანიის, ნორვეგიის საბჭოებმა მედია? შესძლოა ავსტრალიურმა პრესის საბჭომ, რაიმე მოიმოქმედა, რათა მერდოკის ჯგუფისათვის ავსტრალიის პრესის 60%-ის გაკონტროლებაში ხელი შეეშალა? ითამაშა თუ არა ბრიტანულმა საბჭომ რაიმე როლი 80-იანი წლების გაზეთების რევოლუციაში, რეაქციული პროფკავშირების კოლაპსსა და ახალი ყოველდღიური გამოცემების დაბადებაში? ჟურნალისტური მიმოხილვებისა და პრესის საბჭოების შესახებ გამოთქმული ეს საკმაოდ დამთრგუნველი შენიშვნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს მედიის ანგარიშვალდებულების სისტემების უკანასკნელ სიტყვად. ეს მხოლოდ წინამდებარე წიგნის მეორე თავისათვის დაწერილი შესავალია. მეორე თავის მიზანია იმის ახსნა, თუ რატომ ვერ განვითარდა სათანადოდ ეს სისტემები, ყველა იმ წინააღმდეგობისა და დაბრკოლების გათვალისწინებით, რაც მათ წინაშე აღმოჩნდა.
Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Нужна помощь с курсовой?

Полезное


Смотреть что такое "პრესის საბჭო" в других словарях:

  • ადგილობრივი პრესის საბჭო — ეს ტერმინი გულისხმობს რეგულარულ შეხვედრებს (ხშირად კვარტალურს), რომლებშიც მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენელი მოქალაქეები და მედიის წამყვანი წარმომადგენლები, ხოლო ინიციატივა მომდინარეობს გარეშე ინსტიტუტებისგან, როგორიცაა ჟურნალისტიკის სკოლა… …   Georgian encyclopedia

  • ნაციონალური ან რეგიონალური პრესის საბჭოები — ყველაზე ცნობილი მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები სკანდინავიურ, გერმანიკულ და ანგლო საქსურ დემოკრატიებში ასევე ისეთ განსხვავებულ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ჩილი, ტანზანია, ფიჯი, ისრაელი, ტაილანდი და ესტონეთი. დღესდეობით ჩვეულებრივად ითვლება …   Georgian encyclopedia

  • მედიის ანგარიშვალდებულების სისტემა — ცნება გულისხმობს ნებისმიერ არასახელმწიფო საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წინაშე მედიის პასუხისმგებლობას. იმის გამო, რომ ხსენებული ცნება გლობალურია, ის საკმაოდ ბუნდოვანია. ის მოიცავს ცალკეულ პირებს და ჯგუფებს, რეგულარულ შეხვედრებს …   Georgian encyclopedia

  • მედია-ომბუდსმენი — ან პრესის ეთიკის საბჭო ბევრ ქვეყანაში იქცა ეფექტურ მექანიზმად, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სადარაჯოზე დგას. ეს ინსტიტუტი, ჯერ ერთი, შესაძლებელს ხდის მკითხველის ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და იცავს ადამიანის უფლებებს; მეორეც, იგი ჟურნალისტებს …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»